„2011 წელს ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ჯარიმები განახევრდა ისეთ დარღვევებზე, რომელიც კლავს“. ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. ეს იყო ერთგვარი მესიჯი მძღოლებისთვის, რომ არაუშავს, ეს არაფერია. 2010– 2011 წლებში 29 %–იანი კლება იყო, და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცენტულად მოიმატა ავტოავარიების რიცხვმა. მაშინ როცა კვლევები ტარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესში ღია იყო.

კანონპროექტი წელიწადნახევარი არის გაჭედილი პარლამენტში. ამ დროის განმავლობაში გარდაიცვალა 900 ადამიანი და სხეულის ტრავმა მიიღო 15 ათასამდე ადამიანმა. მე–5 წელია საგზაო უსაფრთხოებაში არაფერი გაკეთებულა. საგზაო უსაფრთხოებაზე არ არის პასუხისმგებელი არც ერთი სახელმწიფო ორგანო“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 73 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*