Businessinsider-ი საფრანგეთში ნაციონალიზმის საფრთხის გაზრდის შესახებ სტატიას გვთავაზობს.

ფრანგული ნაციონალიზმის საილუსტრაციოდ დასავლეთში ამ რუკას იყენებენ.

რუკაზე კარგად ჩანს საფრანგეთში არსებული რეგიონები, რომელთაც აქვთ საკუთარი დიალექტი, ცხოვრების სტილი და ტრადიციები. ეს განსხვავებები მთელს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. რეგიონები ცდილობენ თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ნაკლებად აქვთ მცდელობა იყვნენ ტოლერანტულნი. განსხვავება არ ეხება მხოლოდ ენას და ტრადიციებს, ის თითქმის ყველა ასპექტში ჩანს. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ფიქრობენ, რომ  ფრანგად მხოლოდ ის უნდა აღიქვან ვინც, დიდი რევოლუციის ლოზუნგის: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ – ერთგულია და ესმის მისი არსი და ისტორიული მნიშვნელობა.

საფრანგეთის ეროვნული ფრონტი – „პარტია საფრანგეთის წინააღმდეგობა“ 1972 წელს დაარსდა. ამ პარტიის გააქტიურებას უკავშირებენ საფრანგეთში ნაციონალიზმის გამოღვიძებას. თავად პარტიაში ამბობენ, რომ ფრანგ ხალხს არც არასდროს ეძინა, ის უბრალოდ  ძალიან შეწუხებულია მიმადინარე მოვლენებით, აქვს კითხვები და ელის პასუხებს.

პარტიის პოპულარობას მარინ ლე პენს უკავშირებენ. მიუხედავად იმისა,რომ მარინ ლე პენის მამა ჯიმ ლე პენი აქტიური პოლიტიკოსი გახლდათ, მის პერიოდში „საფრანგეთის წინააღმდეგობა მსგავსი პოპულარობით მაინც არ სარგებლობდა“.

მარინ ლე პენის პოლიტიკა მკვეთრად ულტრა მემარჯვენეა. ბოლო გამოკითხვებით საფრანგეთში პარტიას 90 ათასამდე აქტიური მხარდამჭერი ჰყავს, ამას გარდა, 2014 წელს როდესაც რეგიონულ არჩევნებზე მარინ ლე პენი კენჭს იყრიდა, საფრანგეთის მოსახლეობის მეოთხედისგან მხარდაჭერა მიიღო და 25%-იანი შედეგით პარლამენტში მოხვდა. მისი მხარდამჭერების რიცხვი უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაიზარდა, მიუხედავად იმისა რომ ყველა ნეიტრალური გამოკითხვით ლე პენი ლიდერობდა, მოულოდნელად ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა. 2015 წელს ეროვნული ფრონტი დაასახელეს, როგორც ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური მოძრაობა საფრანგეთში.

ყველაზე ძლერი  და გავლენიანი პარტიის ერთ-ერთ იდეას წარმოადგენს დახურული,ან ნახევრად დახურული საზღვრები. სიახლეა ისიც რომ პარტიამ რუმინელებისა და პოლონელებისგან საფრანგეთში დაბადებული არაფრანგული წარმოშობის ხალხის დაცვა გადაწყვიტა. ამ ქემედებას პარტიის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ, სკეპტიკოსები ფიქრობენ,რომ  ეროვნული ფრონტმა, რომელიც ერთ დროს ოდიოზურ მოძრაობად ითვლებოდა და მუდამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო, სტრატეგია შეცვალა.

მარინ ლე პენი ბოლო რამდენიმე წელია მომხრეების მოზიდვას ცდილობს. ამიტომაც არავის გაკვირვებია მისგან სხვა პროპაგანდისტული ლოზუნგების გაჟღერება. მათ შორისაა მუშათა კლასის უფლებების დაცვა. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი დანაშაულის წინააღმდეგ პარტიის ნულოვანი ტოლერანტობაა, რომელსაც ასევე ბევრმა ისეთმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, რომელიც თუნდაც იმიგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში არ ეთანხმებოდა ლე პენს, თუმცა კრიმინალი მთავარ პრობლემად მიაჩნდა ქვეყანაში.

პარტიის  წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ყველაზე ნაკლებად რასიზმი ჩანს და ალბათ, სწორედ ამ ფაქტმაც განაპირობა ის,რომ მხარდამჭერთა რიცხვში არიან როგორც ფერადკანიანები, ისე მუსლიმი წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეები.

2017 წლის  23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, ლე პენის მთავარი დაპირება ქვეყნს საზღვრების დახურვა და იმიგრაციის შეზღუდვაა. მნიშვნელოვანი და ყველაზე ხმაურიანი განცხადება ლე პენმა თებერვლის თვეში გააკეთა. მან თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში  საფრანგეთის ნატო-დან გამოსვლის პროცესს დაიწებდა და ქვეყნის შიდა სამხედრო ძალების გაძლიერებას დაუჭერდა მხარს.

სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს ლე პენმა მოკლედ უპასუხა და თქვა,რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მისთვის არასასურველ  სამხედრო მოქმედებებში ჩაბმას ააცილებს თავიდან. გარდა ზემოთ აღნიშული პრიორიტეტებისა, ლე პენი გეგმავს რომ საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სრულად აამუშაოს და სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზარდოს.

ბუნებრივია, ლე პენი კრიტიკულია ევროკავშირის მიმართაც. ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით. თუმცა ლე პენს რეფერენდუმის დანიშვნისთვის არამხოლოდ გაპრეზიდენტებმა, პარლამენტში უმრავლესობის მიღებაც სჭირდება. თუმცა თუ ყველაფერი ლე პენი სცენარით განვითარდა, საფრანგეთის გასვლა (Frexit ) ევროპული ვალუტისთვის სერიოზულ ზიანს მოიტანს. ფრანკი იქნება უფრო სუსტი,ვიდრე ევრო საფრანგეთში და ეს ხელს შეუწყობს ფრანგული ექსპორტის ზრდას, თუმცა უბიძგებს იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას და საბერძნეთს ევროზონიდან გასვლისკენ.

ნათია კეკენაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 122 times, 1 visits today)

კომენტარები