„ბრალდების მხარემ გამოძიების ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა. რაში ჭირდებათ ეს ერთი თვის ვადა? თავიდანვე დიდი ზარზეიმით შეატყობინეს საზოგადოებას, რომ დანაშაული აღკვეთეს, თუ მტკიცებულებები კიდევ არ აქვთ, რა აღკვეთეს.ბრალდების მხარემ გამოძიების ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა“. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„დაკითხვა ლოგიკური იყო, რადგან ბრალდების მოწმის ჩვენებებში გარკვეული პირები არიან მოხსენიებული წმინდა სინოდიდან და იქედან გამომდინარე,რომ მათ საქმეზე გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. სამართალი არის,როდესაც ისმენ მოსაზრებებს როგორც ერთ მხარეს,ისე მეორე მხარეს. როდესაც პროკურატურა ასეთი მონდომებით იბარებს სინოდის წევრებს და ისინი ჩვენებებს აძლევენ, ალბათ მარტო აცნობენ მტკიცებულებებს, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია.

თუ მეუფე იაკობი ამბობს,რომ მამა გიორგი არის დამნაშავე, ჯობს ჩვენც მოგვისმინოს და ვუთხრათ, რომ ის უდანაშაულოა.პატიმრობასთან დაკავშირებით უნდა ისმჯელოს სასამართლომ და მერე გადაწყვიტოს გაანთავისუფლებს თუ არა წინასწარი პატიმრობიდან მამა გიორგის. არ შეიძლება ხელაღებით საუბარი,რომ ჩვენ გვჯერა ის დამნაშავეა და მორჩა. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მხოლოდ იმ დასაბუთებით,რომ მათ გონივრული ეჭვი გააჩნიათ, კმაყოფილდებოდა“ , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*