„ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთნაირი ღირებულებები გაგვაჩნია, გვწამს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის“. ამის შესახებ საქართველოშო ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო ნატალემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „მოამბის“ეთერში ისაუბრა.
„ევროკავშირის დელეგაცია წევრი ქვეყნებიდან, საქართველოს საზოგადოებასთან საკმაოდ დაძაბულ სამუშაოს ატარებდა,რომ მიგვეღწია შედეგისთვის და საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში.ეს ნაბიჯი მაღალი მნიშვნელობის არის, ეს არის რეალური შესაძლებლობა ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, მეგობრებს ეწვიონ, სამედიცინო მიზნებით ჩავიდნენ.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ რამდენიმე მოთხოვნა ისევ არსებობს. უვიზო რეჟიმი მგზავრებს აძლევს საშუალებას შენგენში ჩავიდნენ 90 დღით, ასევე საზღვარზე მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი და დაამტკიცონ,რომ გააჩნიათ საკმარისი სახსრები იქ ყოფნისას“, – განაცხადა კარლო ნატალემ.
მანანა ღოღობერიძე