ახლოვდება საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციის პერიოდი და იმატა ინტერესმა და დაძაბულობამაც. წინა წლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, რეგისტრაცია აპრილის თვეში იწყებოდა ხოლმე, თუმცა, ამ პროცესისთვის კონკრეტული თარიღი არასდროს ყოფილა დაწესებული. როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ამ ეტაპზე დაზუსტებით ჯერ არაა ცნობილი, როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამის შესახებ განათლების სამინისტრო წინასწარ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.
ამასთან ერთად, ამ ბოლო დროს

 ისევ დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ სკოლებში მიიღებენ ე.წ. 5-წლიან ბავშვებს, ანუ მათ, ვისაც 6 წელი 2017 წლის დეკემბრამდე უსრულდებათ, რაც რეალობას არ შეესაბამება. განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხში არაფერი შეცვლილა და სკოლებში მხოლოდ ის ბავშვები დაიშვებიან, ვისაც 6 წელი 2017-2018 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ. მეტიც, აქამდე თუ კერძო სკოლები იღებდნენ ე.წ. 5-წლიან ბავშვებს, ამიერიდან, ეს კანონი მათაც შეეხებათ და არ ექნებათ უფლება, პირველ კლასში მიიღონ ბავში, რომელიც 16 სექტემბრამდე არ იქნება 6 წლის.
წყარო: mshoblebi.ge
(Visited 1,169 times, 1 visits today)

კომენტარები