ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა – The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანიამონაწილეობდა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისმოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრო. მისი თქმით, გამოფენის პირველ დღეს დაფიქსირდა გამოფენის არსებობის მანძილზევიზიტორთა რეკორდული რაოდენობა – 250 ათასი ადამიანი.

„გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენისმიმდინარეობის დროს გაფორმდა ახალი საპარტნიორო ხელშეკრულებები. აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან დამიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. ის არის საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფროცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე“ – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

მიმდინარე წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: შპს „ქინძმარაული“, „ბესინი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, “თელიანი ველი”, „ქართული ღვინის სახლი“, „ტყუპების ღვინის სახლი“, „შატო მუხრანი“, „შალვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „ვაზიანი კომპანი“, „კახური“, „მარანული“, „სარაჯიშვილი“, „შილდა“, „ბატონო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაინმენი“,  „შუხმანის ღვინოები“, „თიგიშვილის ღვინის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გურემანი“, „მილდიანი“, „კახური ღვინის მარანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „GWS”.

ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად.  პირველი ტარდება სასტუმროსრესტორანში, რომელსაც მხოლოდ კომერციული პირები ესწრებიან: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისადა რესტორნების წარმომადგენლები, ხოლო მეორე ეტაპი უკვე  საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამეადგილს იკავებს.

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*