1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს.

კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე არაერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით “ჩემი ბედნიერი ოჯახი” გახსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიას კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.

კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს “მზის ქალაქი”. ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი “ბუბა”, ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი “ბედნიერება”.

(Visited 73 times, 1 visits today)

კომენტარები