16 საათის წინ
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
16 საათის წინ
“2012 -ზე ქვემოთ დავბრუნდით, ქართულ პოლიტიკაში გახშირებული ნაღმებია” – ვახტანგ ძაბირაძე
16 საათის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება
16 საათის წინ
“უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი საუბრობს საბჭოს ნულოვან ეფექტურობაზე” – დავით რაქვიაშვილი
16 საათის წინ
ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად და ანტიკრიზისული მთავრობა შექმნას – გია ხუხაშვილი

საქართველომ და ლატვიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ანა კვარაცხელიამ და ლატვიის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ვალტერს ჯეკაბსონსმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის IT კლასტერს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი შუბითიძემ და ლატვიის IT კლასტერის საბჭოს წევრმა გატის ოსსმა .

ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის ხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის სმიდრემ.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*