1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

 

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

აქამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში იწერებოდა, ხოლო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას, ახალი ინფორმაციის ჩაწერა უკვე არსებული ინფორმაციის წაშლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ჩაწერილი მასალის შენახვის ვადა არანაკლებ 24 საათი იყო.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები გადაიარაღდა, რის შედეგადაც ჩაწერილი მასალის შენახვის ვადად არანაკლებ 120 საათი განისაზღვრა.

აღნიშნული ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და  უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,  საგამოძიებო პროცესის წარმართვას.

 

 

 

 

 

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები