„ეს არის დიდი გამარჯვება და ამ წარმატების ირგვლივ გაერთიანებულია მთელი ქვეყანა. ვიზალიბერალიზაცია რა თქმა უნდა არის იმ დიდი პროცესის ნაწილი, რომელსაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში“. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოგუაძემ, „ტვ პირველზე“, გადაცემა „პოლიტმეტრის“ეთერში ისაუბრა.

„ასოცირების ხელშეკრულება არის დოკუმენტი,რომელიც ქვეყნის შიდა განვითარებას გულისხმობს. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, გარემოს დაცვის, ეკონომიკური და განათლების განვითარების მიმართულებით. ვიზალიბერალიზაცია ბევრ რეფორმას მოჰყვა. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრაინება, თუმცა, მანამდე მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ეს არის ვალდებულება,რომ შევძლოთ ჩვნს ქვეყანაში შევქმნათ ცხოვრების მაღალი სტანდარტი.

ყველა სამინისტროს აქვს მის კომპეტენციაში დასმული დღის წესრიგი. რაღაცები თვითმიზანი არ არის, ამოცანაა შევქმნათ ევროპული ტიპის ქვეყანა ცხოვრების იმ პირობებით, მაღალი სტანდარტებით, ამიტომ ინსტრუმენტი არის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ეს არის დროებითი მიმოსვლა და არ ნიშნავს იქ ხანგრძლვად დარჩენას. დარწმუნებული ვარ,რომ ამ დიდ წარმატებას ყველა მონდომებით გავუფრთხილდებით“ , – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 43 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*