დღეს ძალიან ბევრი ენის შემწავლელი ცენტრია, რომელიც სხვადასხვა სიახლითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით იზიდავს მსურველებს. ყოველ მათგანს რაღაც გამოარჩევს, რის გამოც ის განსაკუთრებულია და რის გამოც სწორედ ამ სკოლაში უნდა შეისწავლო უცხო ენა. ერთ-ერთი ასეთი ბრიტანულ-ამერიკული ცენტრია, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და მუდმივად სიახლეს სთავაზობს საკუთარ სტუდენტებს. ცენტრი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს  მსურველების ინტერესებს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა „ბრიტანულ-ამერიკული“ ცენტრის დამფუძნებლები ლელა ორბელაძე და მაკა ქარსელაძე ცენტრის შექმნის, მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ შეიქმნა „ბრიტანულ-ამერიკული“ცენტრი?

ჩვენი ცენტრი დაფუძნდა 2013 წელს. მანამდე  მსგავს ცენტრში  თანამშრომლები ვიყავით. ორი-სამი წელი ერთად მუშაობის შემდეგ საკმაოდ დავახლოვდით და გაგვიჩნდა იდეა თავად წამოგვეწყო ჩვენი საქმე და  შეგვექმა ენის შემსწავლელი ცენტრი.

იქ მუშაობის დროს კარგად გავერკვიეთ დეტალებში, კარგად ვიცოდით რა აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინება თუ იურიდიული დეტალების დაზუსტება გვჭირდებოდა. არ გაგვჭირვებია იმის მიღწევა და გაკეთება რაც ჩაფიქრებული გვქონდა. რადგან ჩვენ თავად ინგლისური ენის სპეციალისტები ვართ და ამ მხრივაც საკმარისი გამოცდილება  გვქონდა დაგროვილი.

რა არის ის რაც თქვენს ცენტრს გამოარჩევს სხვისგან?

გვინდა, რომ განათლების სისტემაში  ახალი სიტყვა ვთქვათ. ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ განსხვავებულები და ინოვატორები.  ჩვენი სიახლე არის ის, რომ ვასწავლით ინგლიური ენის ყველა ასპექტს. იქნება ეს ლაპარაკის უნარის განვითარება, მოსმენა, წერა, გრამატიკა, იდიომები, სლენგები, ფრაზული ზმნები, ორიგინალში მხატვრული ლიტერატურის კითხვა, მხატვრული ფილმების ჩვენება და გარჩევა და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, ეს დიდი სიახლეა ჩვენი სტუდენტებისთვის. ასევე ჩვენი ცენტრი გამოირჩევა საათების დიდი ინტენსივობით. თვეში 24 საათი არის ინგლისურის კურსი და ასევე ის მთავარი ფაქტორი, რითიც გამოვირჩევით სხვებისგან არის  ის რომ , სტუდენტებს მეორე ენას ვჩუქნით, თვეში 8 საათს. ორ ენას ვასწავლით ერთის ფასად. ჩვენი იდეები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. კიდევ უფრო მეტი სიახლის  შეთავაზებას ვგეგმავთ მომავალში.

ინგლისური ენის გარდა, რა ენის შესწავლა შეუძლიათ მსურველებს თქვენბს ცენტრში?

ინგლისური ენის გარდა, მხოლოდ რუსული ენის შესწავლა შეუძლიათ სტუდენტებს სრულიად უფასოდ. რუსული თავად სტუდენტების დიდმა მოთხოვნამ განაპირობა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ინგლისურთან ერთდ რუსული ენაა ყველაზე  მოთხოვნადი. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენს სკოლაში მხოლოდ ორი ენის შესწავლა შეუძლიათ სტუდენტებს.

როგორია ფასები და რაიმე სახის ფასდაკლებები თუ მოქმედებს?

ზოგადად ვცდილობთ მომხმარებელზე მოვარგოთ ტარიფი და ხშირად  ვთავაზობთ აქციებს მსურველებს. სტუდენტებისთვის თითქმის ყოველთვის გვაქვს ფასდაკლებები, არ აქვს მნიშვნელობა შიდა აქცია გვაქვს თუ არ გვაქვს აქცია. სტუდენტები ყოველთვის ფასდაკლებით სარგებლობენ ჩვენს ცენტრში. ასევე გვაქვს ფასდაკლებები ოჯახის წევრებზე. ფიქსირებული საფასური ფასდაკლებისა და სპეციალური აქციების გარეშე 140 ლარია ჯგუფური მეცადინეობის დროს.  რაც შეეხება ინდივიდუალურ მეცადინეობებს მისი საფასური 350 ლარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ  ჩვენთნ ხარისხი ფასზე მაღალია.  

რამდენი სტუდენტია ჯგუფში?

სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში არის ათი, ხოლო მინიმალური – ექვსი. რაც შეეხება ინდივიდუალურ მეცადინეობებს, ამ შემთხვევაში დაჩქარებულად ხდება კურსის დაფარვა. ინდივიდუალური მეცადინეობის დროს სტუდენტს შეუძლია მთლიანი კურსი დახუროს ერთ თვეში, მაშინ როდესაც ჯგუფში მეცადინეობის დროს სამი თვე სჭირდებათ პროგრამის დასაფარად.

რა სახის სერტიფიკატები გაიცემა და მოქმედებს თუ არა სხვა ქვეყნებში?

გაიცემა B1, B2, C1, C2 დონის სერტიფიკატები. რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნებს, უნივერსიტეტები სპეციფიკურ სერტიფიკატებს ითხოვენ. მაგრამ თუ ჩვენს სტუდენტს უნდა საზღვარგარეთ მუშაობის დაწყება, ეს სერტიფიკატი, ჩვეულებრივ გამოადგება.

ჩვენს სტუდენტებს ასევე ვამზადებთ IELTS-ისა და TOEFL-ის  გამოცდებისთვისაც. თუ სტუდენტს არ აქვს B2 დონის ცოდნა, გადის შესაბამის კურს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მომზადებას საერთაშორისო ტესტებში. კურსი ძირითადად  ორთვიანი  და მეცადინეობები  ინდივიდუალურად ტარდება. ყოველთვიური გადასახადი ამ შემთხვევაში 350 ლარია.

არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი და რა ასაკის მსურველებს შეუძლიათ სწავლა.?

ასაკობივი ზღვარი იწყება 10 წლიდან და ზევით არაა შეზღუდული.  ჩვენ  60 წლის ბატონიც გვყოლია, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. ერთ-ერთი წარმატებულ საერთასორისო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა.

საიდან მოდის სახელი და რატომ „ბრიტანულ-ამერიკული“ ცენტრი?

იქიდან გამომდინარე, რომ ენას სრულყოფილად დაეუფლო, აუცილებელი  არის ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს კარგად ვფლობდეთ. ძალიან ბევრი სხვაობაა მათ შორის, ამიტომ მნშვნელოვანია ორივეს შერწყმა. თუმცა მთავარი ხაზი,  რა თქმა უნდა, ბრიტანული ინგლისურია.

რა იყო საწყისი კაპიტალი,რაც დაგეხმარათ დაგეწყოთ საკუთრი ბიზნესი?

იმათ ვისაც სურვილი აქვს , რომ შექმნას საკუთრი ბიზნესი, ვურჩევდით რომ მთავირი ბევრი შრომა და მოტივაციაა. ამ შემთხვევაში ყველაფერი აუცილებლად გამოვა. თავიდან გვქონდა 7000 ლარამდე . ძალიან დიდი შრომის შედეგად, შევძელით და გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მომავალში ვფიქრობთ გაფართოებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  გვინდა, რომ კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. წავახალისოთ იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ ჩვენთან სწავლის. ხშირ შემთხვევაში მეორე ენის უფასოდ შეთავაზება არის სწორედ მთავარი მოტივატორი. შესაბამისად ძალიან კმაყოფილები არიან, და ძალიან მოსწონთ ეს შეთავაზება. ამიტომ, მომავალში ვეცდებით მსგავსი სიახლეები შევთავაზოთ მსურველებს.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 463 times, 1 visits today)

კომენტარები