„მთავარია,რომ ხდება სანქციების ლიბერალიზაცია. ეს არ ეხება მხოლოდ მარიხუანის ან მცენარე კანაფის ფლობას. მცენარის დიდ ოდენობამდე კულტივაციისთვისაც, აღარ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა“. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.

„მცირე ოდენობაზე არაფერი იცვლება, მაგრამ 70 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის,აღარ იქნება გათვალისწინებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. იგივე ეხება მცენარე კანაფს, 140 გრამამდე კანაფის ფლობის შემთხვევაშიც, თავისუფლების აღკვეთა არ იქნება გათვალისწინებული. იგივე ეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას,რისთვისაც იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, შეიცვლება მხოლოდ სახდელის სახით, ჯარიმით.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დიდი დოზებისთვის როგორც იყო, ისევე რჩება, თუმცა 70 გრამამდე მარიხუანისთვის და 140 გრამამდე კანაფისთვის, აღარ იქნება თავისუფლების აღკვეთა. უკუქმედების ძალა შეზღუდულ კანონმდებლობაზე, წესია, ამ მხრივ არაფერი იცვლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შეიცვლება იმ პირთა მდგომარეობა,რომლებიც შესაბამისი მუხლებით იხდიან სასჯელს და ამის კონსტიტუციური გარანტიები კანონპროექტში ჩადებულია.

კანონპროექტის მომზადების დროს, გვქონდა შეხვედრები პარლამენტის წამყვან დეპუტატებთან,რომლებსაც ეხებათ ეს საკითხი, მათ შორის კანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ისინი მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს“ , – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 102 times, 1 visits today)

კომენტარები