1ლი გამოწვევა –  ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა 

ექიმი ტიმოთი ჯინკსი:

„თანამედროვე მედიცნა გვთავაზობს ეფექტურ წამლებს ინფექციებისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ინფექციების გამომწვევი ბევრი ბაქტერია გახდა რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ. ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ მიზეზით წლის განმავლობაში 700 ათასი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიო მასშტაბით. სამომავლოდ, მათი რიცხვი შეიძლება 10 მილიონიც კი გახდეს. ეს კი ნიშნავს,რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა საფრთხეს უქმნის თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის აუცილებელი ანტიბიოტიკების ეფექტური გამოყენების გარეშე, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ქიმიოთერაპია, ქირურგია, საკეისრო კვეთა ბევრად უფრო სახიფათო გახდება.“

მე-2 გამოწვევა –  ეპიდემიების გავრცელება

მაიკ ტერნერი, ორგანიზაცია Wellcome Trust – ის იმუნობიოლოგიისა და ინფექციების განყოფილების ხელმძღვანელი:

მოგზაურთა რიცხვის ზრდამ, სწრაფმა ურბანიზაციამ და კლიმატის ცვლილებამ ვირუსებისა და ეპიდემიების შემაკავებელი საზღვრები წაშალა. ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ მიზეზების გამო ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდა ისეთი ვირუსები,როგორიცაა ზიკა და ებოლა. ჩვენ კი მოუმზადებლები აღმოვჩნდით. გვჭირდება ახალი ვაქცინები, ერთიანი ჯანმრთელობის  დაცვის სისტემა და უკეთესი კოორდინაცია ქვეყნებს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სჭირდება მეტი მანდატი, რათა ნებისმიერ ქვეყანაში შეძლოს კრიტიკული სიტუაციის მართვა. მხოლოდ ერთად დგომით, ამ პრობლემის წინააღმდეგ ჩადებული ინვესტიციებით, კოორდინაციის უნარითა და მუშაობით შევძლებთ მოულოდნელ ეპიდემიებთან ბროლას.“

მე-3 გამოწვევა – ე.წ „fake news”-ები

პოლ რესნიკი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი:

„21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია იმ სივრცის მართვა,სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ინფორმაციის გავრცელება ე.წ „შუამავლების“ გარეშე, რომლებიც გაფილტრავენ  ყველა ინფორმაციას. თუმცა სანამ რაიმე სახის მექანიზმის შექმნაზე ვიმსჯელებდეთ, ჯერ  უნდა დავფიქრდეთ,რისი გვჯერა და რისიც გვჯერა არის კი რეალური? ამდენად, ფაქტების გადამოწმების გარეშე ე.წ „შუამავლები“ ვერ დაადგენენ და ვერ დაგვიდგენენ, რა არის ჩვენთვის დასაჯერებელი ამბავი და რა არა. ჩვენ კი მათ პირად რწმენებს ვერ ვენდობით, რადგან ერთისთვის ფაქტი შეიძლება იყოს დამაჯერებელი, მეორე ადამიანისთვის კი არა. ამიტომ ვფიქრობ რთულია რაიმე მექანიზმის მოძიება, ჩვენ მოგვიწევს ვენდოთ ერთმანეთს.“

მე-4 გამოწვევა –  რეგიონების განვითარება

ედვარდ პეისი, აფრიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი:

„ამ გამოწვევის მთავარი მოწინააღმდეგე სწრაფი ურბანიზაციის პროცესია. აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობა 2050 წლისთვის ქალაქებში იცხოვებს –  ამას უწინასწარმეტყველებენ აფრიკას და თვლიან, რომ  აფრიკაში ჩადებული ეს ინვესტიცია აუცილებლად გაამართელბს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა. აფრიკაში არსებული მძიმე სოციალური ფონია, მხოლოდ ქალაქებზე კონცენტრირება ამ პრობლემას უფრო გააღრმავებს. რესურსები კვლავ ელიტების ხელში აღმოჩნდება. არამხოლოდ აფრიკის მაგალითზე, ყველგან უნდა შევძლოთ, რომ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იყოს ჩართული არამხოლოდ რეგიონის, ასევე ქვეყნის მშენებლობის პროცესში.“

ნათია კეკენაძე

 

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*