საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია სტუმრობს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდებიან.

დღესვე, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან გამართავს. კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები