„ჩვენთან შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური.ექსპერტებს ამ შეხვედრაზე და ამ ეტაპზე კრიტიკული მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ, მათ შორის არც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით“.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ეთერში ისაუბრა.

„შეხვედრების ჩატარების დრო არჩეული იყო თავად ვენეციის კომისიის მიერ, ეს ფორმატი ჩვენ არ შეგვითავაზებია. ამიტომ შენიშვნებს ჩვენ ვერ მივიღებთ.დისკუსიების შედეგად, ის პროექტი,რომელზეც კომისია მუშაობს, პერიოდულად ახლდება, წევრებს ეს დოკუმენტი ეგზავნებათ და ბოლო ვერსია ექსპერტებსაც ჰქონდათ. ყველა თანხმდება იმაზე, მათ შორის ის პარტიები და ორგანიზაციებიც კი, რომლებსაც გარკვული შენიშვნები აქვთ, რომ საერთო ჯამში, ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ისინი ახლა ეცნობიან ტექსტს, შეხვდნენ კომისიის ყველა წარმომადგენელს. თუ ნეგატიური შეფასება იქნება, აუცილებლად გავითვალისწინებთ და არც ერთ მუხლს არ მივიღებთ,რომ მათთვის საკითხი პრინციპულად მიუღებელი იყოს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არის ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მოვიყვანთ ჩვენს კანონპროექტს შესაბამისობაში ექსპერტების მოსაზრებებთან. ეს დოკუმენტზე მუშაობის დაწყებამდე განვაცხადეთ“ , – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*