„ყოველ წელს დაახლოებით 11 ათასი მოქალაქე იღუპება, დაახლოებით ქალაქ ბორჯომის მთელი მოსახლეობა და ამ დროს რომელიმე კომპანია მილიონებს იგებს. ყოველდღე კლავენ მოსახლეობას და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მეტი ფული ჰქონდეთ?“ ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ, ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ბიზნესკონტაქტის „ეთერში  ისაუბრა.

„მიზანი „საქართველო-თამბაქოს გარეშე“ მიღწევადია, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. კონკრეტული ზომებია გასატარებელი, ესენია რეკლამის, პოპულარიზაციის, სპონსორობის და საჯარო სივრცეებში მოწევის სრული აკრძალვა. მნიშვნელოვანია საგადასახადო წნეხის გაზრდა. საქართველოში თამბაქო საკმაოდ იაფია. ოთხი ძირითადი ზომაა გასატარებელი.  თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ მდიდარია, მილიარდობით თანხების ინვესტირება ხდება ლობირებაში, სხვადასხვა კვლევებზე, მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად.

ის გამოცდილება, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ, საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ მთავრობამ უნდა გადადგას მკაცრი და თამამი ნაბიჯები. მაგალითად თამბაქოს კოლოფი აბსოლუტურად დეკორაციის გარეშე უნდა იყოს.ბრიტანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმზიდველი შეფუთვა არ უნდა ჰქონდეს თამბაქოს ნაწარმს. რა თანხაც უნდა შემოდიოდეს საგადასახადო არხებით, ვერ შეედრება იმ დანაკარგს, რასაც მოქალაქეები ჯანმრთელობის მხრივ იღებენ“ , – განაცხადა მარიან ივანუშამ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები