თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და IIIნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ დაIII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის“ ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ემუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი) გათვალისწინებულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მოცემულ საქმეზე დაიკითხა 411 პირი, ჩატარდა 157 საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ამოღებული იქნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის მიზნით დაინიშნა შესაბამისი რევიზიები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 1999 წელს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმადაარსეს კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდამოქალაქეთაგან მოზიდული თანხების აკუმულირება და სამშენებლო პროექტების განხორციელება. მიუხედავად ამისა კომპანიის საქმიანობის დროს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მენაშენეების მიერ შეტანილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და მითვისების ფაქტებს, რამაც საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახადა კომპანიის მიერმენაშენეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ისსამშენებლო პროექტის განსახორციელებლად შექმნილი ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოშიშემოსული თანხებიდან მათ მიერ ყალბი სალაროს გასავლის ორდერების შედგენის გზითეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა 2.403.750 ლარი.მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხების ნაწილი – 1.556.950 ლარი გაწერილი იქნაამხანაგობა „წყნეთი 2004“-ის მიერ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთის შესაძენად, მაშინ როდესაც აღნიშნულმიწის ნაკვეთში კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია და იგი შეძენილი იქნა სხვა დროს, სხვასახსრებით.
ანალოგიური თაღლითური სქემით, თითქოსდა სხვადასხვა უძრავი ქონების შესაძენად მაიარჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ გაწერილი და შემდეგშიმართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა თანხები: ა) ამხანაგობა „დიღომი-2004“ – 200 200ლარი; ბ) ამხანაგობა „ბაგები 2004“ – 546 000 ლარი; გ) ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო – 288 800ლარი.
2005-2008 წლებში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებით,არაერთგზის, „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო“-ს სალაროდან პირადად და მათი ნდობითაღჭურვილი პირების დახმარებით, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული, ჯერ კიდევმშენებლობის დასრულებამდე წინასწარ განსაზღვრული ე.წ. „წილების“ მიღების საფუძვლით,გაიტანეს მენაშენეთა კუთვნილი თანხები 4.133.341,62 აშშ დოლარის ოდენობით დამართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რამაც მენაშენეთა კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვიადა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
2007 წლის 28 დეკემბერს რუსუდან კერვალიშვილმა „ცენტრ პოინტისგან” სესხის სახით მიიღო400.000 აშშ დოლარი, შემდგომში ხსენებული თანხის მისაკუთრებისა და თითქოსდა სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, 2011 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისმოადგილედ მუშაობის პერიოდში, რუსუდან კერვალიშვილის ორგანიზებით გაფორმდა ფიქტიური სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თითქოსდა შპს „ცენტრ-პოინტმა“ ვალის სანაცვლოდ მიიღო მოქალაქეების გიორგი ზარიძის და გიორგი გუბელაძის სახელზეფიქტიურად რეგისტრირებული ამხანაგობა „წყნეთი-2004“-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, მაშინ როცა ხსენებული მიწის ნაკვეთი შპს „ცენტრ-პოინტი“-ს მიერ შეძენილი იყო 2006 წელს. აღნიშნულიდანაშაულებრივი სქემით მოხდა სესხის სახით აღებული თანხის გაქვითვა, რის გამოც ზარალიგანიცადეს „ცენტრ პოინტ ინვესტის“ კლიენტებმა.
ანალოგიური სქემით, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ გაქვითული იქნაშპს „ცენტრ პოინტ ინვესტისგან“ აღებული სესხი 215 500 აშშ დოლარის ოდენობით.
2004-2009 წლებში „თაბუკაშვილი 88“-ის ბინათმშენებლობისთვის მობილიზებული იქნა 27.701.299,13აშშ დოლარი, მათ შორის მენაშენეების/წევრების შენატანებმა შეადგინა 23.380.000 აშშ დოლარი,საიდანაც მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა დარუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს – 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;
მათ მიერ ასევე მითვისებული იქნა ქ. თბილისში, თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორისმდებარე სამშენებლო პროექტის სახსრებიდან 4 120 188 ლარი.
მთლიანობაში მოცემულ საქმეზე მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი როგორც თაღლითურად, ასევე მითვისების გზით დაეუფლნენ 5 548 341 აშშ დოლარსა და 20 692 408 ლარს.
გამოძიების ეტაპზე რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ემუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(ე.წ. „წილების“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(„ცენტრ-პოინტი კრწანისის“ ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის“ ეპიზოდი), 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“