„ცვლილებების განხორციელება აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზეც შეუძლია, რომელიც 20 მაისამდე გაგრძელდება“. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თარიღებსა და დეტალებზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„მათ შეეძლებათ შეცვალონ არჩეული საგანი, გამოცდის ენა, რეიტინგული ჩამონათვალი, უმაღლესი სასწავლებლები. 20 მაისის შემდეგ აბიტურენტებს ისევ ექნებათ დრო, რომ აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები და ეს გასტანს დაახლოებით 10 აგვისტომდე.
40 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. წელს გვეყოლება როგორც აფხაზი, ასევე ოსი აბიტურიენტი და მათ აქვთ პრობლემა პირადობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, ისინი ვერ ასწრებენ ამ დოკუმენტის აღებას რეგისტრაციის პირველ ეტაპზე. ერთადერთი გამონაკლისი მათ შემთხევვაში იქნება. მათ რეგისტრაციას ხელით გავატარებთ უკვე მეორე ეტაპზე“ , – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მანანა ღოღობერიძე