„2016 წელს 20 %-ით შემცირდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირთა შეყვანის ფაქტები, თუმცა, გაიზარდა დაზიანებების რაოდენობა. 12 %-ით არის გაზრდილი საჩივრები პოლიციელთა  მისამართით და ეს არ არის შემთხვევითი. ამ კუთხით ტენდენცია გაუარესებულია“. სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ომბუდსმენის ანგარიშის დეტალებზე და რეკომენდაციებზე „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ანგარიში მოიცავს ყველა იმ პრობლემურ სფეროს, რომელიც ჩვენი დაკვირვებით ქვეყანაში არსებობს. დიდი ნაწილი უკავია მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, საუბარია ე.წ მოსმენების კანონზე, შს სამინისტროს არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე, გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემას უკავია დიდი ადგილია, ქალთა მიმართ ძალადობის თემასაც, მედიამრავალფეროვნების საკითხებს. ამ მიმართულებებისთვის არის კონკრეტული რეკომენდაციები. თუმცა, მსგავსი შენიშვნები აქამდეც ყოფილა. გასული წლის ანგარიშის რეკომენდაციები ნაწილობრივ გაითვალისწინეს.

2013 წელს ანგარიში იყო საკმაოდ კრიტიკული. თუმცა, ანგარიში ყოველთვის არის კრიტიკული და ჩვენი მიზანია შევაჯამოთ წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. სახალხო დამცველის ანგარიში არის სარკე, სადაც ყველამ უნდა ჩავიხედოთ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ. ვცდილობთ ყველაფერი ავსახოთ დეტალურად, მათ შორის ის დადებითიც, რაც ხდება. წლიდან წლამდე ვცდილობთ ვისაუბროთ პოზიტიურზეც. გაუმჯობესებას კონკრეტულ სფეროებში, ვერავინ უარყოფს“.

ომბუდსმენის ანგარიშში „რუსთავი 2“-ის საქმეზეც არის რეკომენდაციები.

„ხარვეზები არსებობდა საქმის განხილვის პირველივე ეტაპიდან, შემდეგ ეტაპებზეც  რამდენჯერმეც გამოჩნდა, როდესაც ხდებოდა სარედაქციო თავისუფლებაში ჩარევა. იყო მცდელობები,რომლებიც მიმართული იყო კომპანიის წინააღმდეგ და მისი ქონების დაყადაღებისკენ“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*