„ვადა არ არის დაწესებული, მაგრამ თუ საქართველო ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს, ეს უნდა მიიღოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. როდესაც საქართველომ ამ კანონზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, ჩვენ გვთხოვეს და წარვუდგინეთ ჩვენი კომენტარები, პროცესი კიდევ გრძელდება. მზად ვართ ექსპერტული მოსაზრებებით დავეხმაროთ საქართველოს“.
ანტიდემპინგური კანონის დეტალებზე და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების რეგულაციებზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, კარლო ნატალემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა „პანორამას“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოსთან კვოტები მხოლოდ ერთ პროდუქტს, ნიორს ეხება. უბაჟოდ წელიწადში მხოლოდ 200 ტონა ნიორის შემოტანაა შესაძლებელი. ამ რაოდენობის გადაჭარბების შემდეგ კი დანარჩენ პროდუქციას სპეციალური საიმპორტო ბაჟი დაუწესდება. მინიმალური ფასები მიზნად ისახავს ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვას მესამე ქვეყნებიდან შემოსული იაფფასიანი იმპორტირებული პროდუქციისგან. საქართველოსთან მიმართებაში ეს შეეხება 38 ტიპის პროდუქციას. ეს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე უბაჟოდ შეიძლება შევიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფასი არ არის სპეციალურად დაწესებულ ზღვარზე დაბალი. მინიმალური ფასების სისტემაში მოქცეული ქართული პროდუქცია მთლიანი ქართული ექსპორტის მხოლოდ 0.3 %–ია.
დემპინგი ხდება,როდესაც ექსპორტირებული პროდუქცია უცხო ბაზარზე მის რეალურ ფასზე მეტად იყიდება. მსგავს შემთხვევებში კომპანიები, ან თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის ხელმძღვანელობას საჩივრით მიმართავენ, კერძოდ ევროკომისიის დირექტორატს ვაჭრობის საკითხებში. ამას მოჰყვება გამოძიება, იკვლევენ პროდუქციის რეალურ ფასს. თუ გამოძიება დაასკვნის, რომ საქმე გვაქვს დემპინგთან, ევროკომისია წინადადებით გამოვა, დაწესდეს კონკრეტული საიმპორტო გადასახადი ამ პროდუქციაზე“, – განაცხადა კარლო ნატალემ.
მანანა ღოღობერიძე