„ის, რაც ახლა ხდება მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სასამართლოს სისტემის, კონკრეტული მოსამართლეების ლანძღვა, მათი ინდივიდუალური რეპუტაციის შელახვა, ხშირად მათი დაშინება თუ დაშანტაჟება“. ამის შესახებ მოსამართლე ევა გოცირიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ხშირია მოსამართლეების მოხსენიება დამამცირებელი ეპითეტით, მაგალითად ჯიბის მოსამართლე, კრიმინალი მაფიოზი და ა.შ. ეს არის მოუთმენელი ფაქტი, ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს საქმე, ეს საზოგადოების საქმეა და არანაკლებ უნდა იყვნენ დაინტერესებული ჟურნალისტები,რომ ამ თემაზე გახსნან საჯარო დისკუსია, თუ რა არის გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი მოვალეობები და პასუხისმგებლობა.

მაინტერესებს საქართველოს საზოგადოებას აქვს თუ არა სრულად გააზრებული რა არის გამოხატვის თავისუფლება, იციან თუ არა დასაშვები კრიტიკის კონცეფცია საჯარო მოხელეების მიმართ, კონკრეტულად მოსამართლეებთან მიმართებაში და ხდება თუ არა შეფასება რეგულარულად, თუ არღვევენ ჟურნალისტები ამ კრიტიკის ზღვარს. ეთიკის ქარტიას შეუძლია მხოლოდ დაადგინოს,რომ ჟურნალისტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ არ შეუძლია გამოიყენოს სანქცია ან აღძრას დისციპლინური დევნა. ის ძირითადად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ მნიშვნელოვანი დებულებები არ არის გადმოტანილი, რამაც გამიჩინა ეჭვი“ , – განაცხადა ევა გოცირიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 89 times, 1 visits today)

კომენტარები