თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმატრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.
დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზედა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.
დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.