„ეს არ არის მწეველების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, ეს არის არამწეველთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვისთვის. მწეველთათის მცირე დისკომფორტის ხარჯზე სამას ბავშვს გადავარჩენთ,რომლებიც ყოველწლიურად მეორადი, პასიური მოწევის გამო იღუპებიან“. ამის შესახებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ,აკაკი ზოიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ეთერში ისაუბრა.
„თამბაქოს კანონმდებლობის შეცვლა რეალურად არის აუცილებელი და მთელი თავისუფალი სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არის ერთადერთი გზა, თამბაქოს დასამარცხებლად,რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანს კლავს. ინდუსტრია ავტომატურად დამარცხდება,როდესაც არავინ მოწევს.
თუ ვინმე ამ რეგულაციას დაარღვევს, პასუხისმგებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელობა, დაჯარიმდება იურიდიული პირი და მის ინტერესში იქნება,რომ თანამშრომელს არ მოაწევინოს. განიხილება თუ ვინ დააჯარიმებს კანონდამრღვევს, შესაძლოა ეს იყოს პოლიცია, ფინანსური პოლიცია, ან გარემოს დაცვის ინსპექცია. ბევრ ქვეყანაში ეს კანონმდებლობა შემოვიდა, იყო შიში, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილი იყო შენობებში აკრძალვის გამო, მათ შორის მწეველებიც“ , – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მანანა ღოღობერიძე