„დღეს ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ შეიტანდა პირველი სარჩელს და ვინ ავნებდა პირველი სახელმწიფოს. ეს ადამიანები არანაირ პატივისცემას არ გამოხატავენ არც ერთი ინსტიტუტის მიმართ“. ე.წ მოსმენების კანონზე საჩივრების ელექტრონულ სისტემაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეთ ან კონკრეტული ფაქტები უნდა მოიყვანონ,როდესაც ძველ და ახლანდელ სისტემას ერთმანეთს ადარებენ. შეადარო სააკაშვილის რეჟიმს დღევანდელი სიტუაცია, სამარცხვინოა. მაშინ ხდებოდა ადამიანების ტოტალური მოსმენა. დაცვის ინსპექტორი იქნება უშუალოდ მაკონტროლებელი თუ რას განახორციელებს ეს სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლობის მაღალი ხრისხით გამოირჩევა. ეს სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელი თავის უფლებამოსილებაში ნიშნავს თავის მოადგილეებს.
კანონით არის გაწერილი, რომ არც ერთ საგამოძიებო ორგანოს არც ერთ ეტაპზე არ აქვს უფლება მიუთითოს ან რამენაირად ჩაერიოს მათ საქმიანობაში. ამას აკონტროლებს პარლამენტის ნდობის ჯგუფი. კანდიდატურის არჩევაში მონაწილეობას იღებს სამი კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი ,მთავრობის წარომადგეელი. ისინი კანდიდატს უგზავნიან პრემიერმინისტრს,რომელიც ნიშნავს. სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურებს სუს–ის უფროსი წარადგენს, კომისია არჩევს და შემდეგ სთავაზობს პრემიერს“ , – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე