ევროკავშირის მისიის ინიციატივით 2017 წლის 6 აპრილს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინდინარეობაზე. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 28-29 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების მილიტარიზაციისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის  მძიმე შედეგებზე. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის,  მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობაზე. კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა თავის განცხადებაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთარუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისაუცილებლობაზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მხარეს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოსცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.

სხდომაზე ქართული მხარის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულგანცხადებას ასევე მიუერთდნენ  უკრაინა, მოლდოვა, სან-მარინო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ნორვეგია, ალბანეთი და ყოფილი იუგოსლავიისრესპუბლიკა მაკედონია.

გამომსვლელებმა, ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცემხარდაჭერა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღებაუსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების, ნდობის აღდგენის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიზნით. მან ხაზი გაუსვა, რომ იძულებითგადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთ ძირითად საკითხსწარმოადგენს და მონაწილეებს დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვისკენ მოუწოდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთისადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის ფაქტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფროამძიმებს.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო ცხინვალის რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისპროცესი. აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და აღნიშნული ტერიტორიისთვის სახელისშეცვლის საკითხზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი არამხოლოდ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ხელს უშლისჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას. მან შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტისდახურვის ფაქტთან დაკავშირებით. აშშ-ს დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების, მათშორის, იძულებით გადაადგილებული პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობას და მათი გადაჭრის მიზნითპრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*