„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი – 2017 – ის შედეგები უკვე ცნობილია.
კვლევა მსოფლიოს 136 ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. კვლევის შედეგები დადგინდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, უსაფრთხოება და თავდაცვა, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მდგომარეობა, ადამიანური რესურსები და შრომითი ბაზარი, ტურიზმისა და მოგზაურობის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ღიაობა, ფასების კონკურენტუნარიანობა, მდგრადი განვითარება, საჰაერო ინფრასტრუქტურის ეფექტურობა, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ტურისტული სერვისის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსები, კულტურული რესურსები და საქმიანი მოგზაურობები.
2017 წლის პირველი კვარტალის ანგარიში ასე გამოიყურება, ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, საუკეთესო ათეულში შედიან: ესპანეთი, საფრაგეთი, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, იტალია, კანადა და შვეიცარია.
ამ შემთხვევაში მკითხველისთვის საინტერესოა ის თუ,რატომ არ ჩანან ე.წ „ნორდიკული ქვეყნები“, რომლებიც თითქმის ყველა ანგარიშის ათეულში იკავებენ მოწინავე ადგილებს. ნორვეგია მეზობელ ქვეყნებს უსწრებს და მე-18 ადგილზეა, შვედეთი მე-20, დანია 31-ე, ფინეთი კი 33-ე ადგილზეა.
ნორვეგიის მდებარობა ინდექსში 2015 წლის შემდეგ ორი საფეხურთი არის გაუმჯობესებული. შვედეთის 3 საფეხურით, რასაც ვერ ვიტყვით დანიასა და ფინეთზე. ამ უკანასკნელმა 2015 წლის შემდეგ 11 პოზიციით დაიხია უკან, დანიამ კი 4-ით. მკვლევარები ფინეთის ამ მდგომარეობის მიზეზებს, სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში ტურიზმის ინოვაციური განვითარების ნაკლებ მიდგომებში ხედავენ.
ყველაზე მეტი, 13 საფეხურით არის გაუმჯობესებული აზერბაიჯანის მდგომარეობა, ქვეყანა 71-ე ადგილზეა, თუმცა მას ერთი საფეხურით მაინც უსწრებს საქართველო, რომელიც 70-ე ადგილს იკავებს. საქართველო წინა ანგარიშის გათვალისწინებით 1 საფეხურითაა დაწინარებული. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთი 84-ე ადგილზეა, რუსეთი 43-ე, ხოლო თურქეთი 44-ე.
საქართველო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის ინდექსში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ეგვიპტე, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა.
2017 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ნაკლები ქულები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით დააგროვეს შემდეგმა ქვეყნებმა: ნიგერია, მალი, სიერა ლეონე, მავრიტანია, კონგოს დემკრატიული რესპუბლიკა, ბურუნტი, ჩადი და იემენი.
წყარო : www.weforum.org
ნათია კეკენაძე