11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

„ეს იყო მკაფიო სიგნალი,რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუგზავნა მთელ სამყაროს. მან დაანახა,რომ აშშ გადადის შეშფოთების და წუხილის გამოხატვის ფაზიდან მოქმედების ფაზაში. მათ აქვთ ძალის გამოყენების სრული და ლეგიტიმური უფლება“. აშშ–ის მიერ სირიაში სამხედრო ბაზის დაბომბვაზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„დიდი ხანია აშშ–ს პირდაპირი სარაკეტო თავდასხმა არ განუხორციელებია არც ერთ ქვეყანაზე.  მთელ ევროპაში გამოუჩნდა მხარდამჭერები, რუსეთს დაანახა თავისი ადგილი და დიდი დისონანსი შეიტანა რუსულ–თურქულ ურთიერთობებში.ამ რაკეტებმა ერთდროულად ბევრი პოლიტიკური საცავი გაანადგურა, ტრამპმა დაგვანახა, რომ მას შეუძლია საჭირო მომენტში ადეკვატური მოქმედება.

ტრამპი რუსეთისთვის სიმპატიური პრეზიდენტი აღარ არის, ბოლომდე არ გაულანძღიათ ტრამპი, მაგრამ საინტერესო იყო ოფიციალური პირების სახეები,როდესაც ამაზე საუბრობდნენ. ტრამპმა მათ დაანახა,რომ დათმობაზე არ წავა. რუსებს ის დარჩენიათ, რომ მიიღონ ახალი რეალობა. ამერიკამ გამოიღვიძა და დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკურ არენას.

კრემლი დაძაბვას და ტრადიციული მექანიზმების გამოყენებას დაიწყებს. პირველ რიგში, შეეცდება, რომ ყველა ფრონტზე გახეთქოს დასავლეთი და ერთიანი აღარ იყოს, მაგრამ ეს საკმაოდ გაუჭირდება, დიდი მოლოდინი იყო ამერიკის მიმართ. დაიწყებს პროპაგანდას და კუნთების ჩვენებას. აუცილებლად დაგეგმავს ტაქტიკურად, ასევე სამხედრო ძალის ჩვენებით. ამით უნდა მიხვდეს, რომ ფრონტს კიდევ უფრო აწევს და ამერიკას შეიძლება, ამაზე კიდევ უფრო მაღალი რეაქცია ჰქონდეს. რუსეთს არც სამხედრო და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს, რომ ამერიკასთან პოლიტიკური ქიშპობა დაიწყოს“ , – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

მანანა ღოღობერიძე

Please follow and like us: