„ყველა თემაზე გაიმართა დისკუსია. 95 %–ზე მეტ საკიხზე არის შეთანხმება, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც არის განსხვავებული პოზიციები ჯგუფის წევრებს შორის.იმის თქმა, თითქოს უმრავლესობა თავის თავზე იღებს ყველაფერს, ნონსენსია“. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ეთერში ისაუბრა.

„ეს პროექტი არის იმ სამთვიანი მუშაობის და დისკუსიების შედეგი,რომელიც იმართებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.  ყველა საერთაშორისო ექსპერტი,რომელსაც აქვს ცოდნა და კარგად იცის რა არის კონსტიტუციონალიზმი, ყველა თანხმდება,რომ საკონსტიტუციო კომისია მსჯელობს ბევრად გაუმჯობესებული კონსტიტუციის ვერსიაზე.

ჩვენ ვართ პირველი მმართველი ძალა,რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება,რომ შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ. ეს არ გააკეთეს, რადგან დამაზიანებელია მმართველი პარტიებისთვის და ამის ისე მიწოდება, თითქოს ხელისუფლება კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს, პოპულიზმის და არაკომპეტენტურობის პიკი არის. არ მინახავს კომისიის წევრი,რომელიც ფიქრობს, რომ უშიშროების საბჭო ისეთი უნდა დარჩეს,როგორიც დღეს არის. მარტივია ავიღოთ პოპულარული თემა და ამაზე პოპულისტური კამპანია ვაწარმოოთ. თუმცა, მეორე საკითხია რა არის სწორი.

ჩვენი ამოცანაა სისტემურად სწორი კონსტიტუცია მივიღოთ და ვითვალისწინებთ სხვა ადამიანების ცოდნას და ლეგიტიმაციას, ჩვენ ვთქვით,რომ პრობლემურ საკითხებზე დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები. არც ერთ ექსპერტს არ გამოუთქვამს შენიშვნა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. გაუნაწილებელი მანდატების თემაზეც ჯერჯერობით არ იყო შენიშვნები, ბევრ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა“ , – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები