„როგორ დამაჯერებს ვინმე,რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ აღარ ჰქონდეთ პრეზიდენტის არჩევის უფლება. დღეს ქართულ პოლიტიკურ ტრადიციას, პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ, სპობს ეს ხელისუფლება, რომელიც არ სარგებლობს ხალხის ლეგიტიმაციით“. ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა,რომელმაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს დროზე გავაგებინოთ იმის შესახებ,რომ მათ შესაძლოა ხვალ არ ჰქონდეთ კონსტიტუცუია იმ მექანიზმებით და იმ შეთანხმებებით, რაც აქამდე მასში იყო ასახული. მაგალითად მასში იყო ასახული საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეროვნული უშიშროების საბჭო, დღემდე არის და იმედია დარჩება,რომ საქართველოს პრეზიდენტი,როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი წარმოადგენს გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას და მისი უფლებამოსილებები აქაც შეკვეცილია.
საარჩევნო სისტემას რომელსაც ისედაც ბევრი ხარვეზი ჰქონდა, დაემატა კიდევ ერთი მანკიერება, რომ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტია მიიწერს ყველა იმ გაუნაწილებელ ხმასა და მანდატს, რომელიც დაიკარგა. აღნიშნულ საკითხზე არავითარი კომუნიკაცია და კონსულტაცია პრეზიდენტთან არ მქონია. ბევრი ვიბრძოლე იმისათვის,რომ დამეფიქსირებინა მისი უმაღლესობა საქართველოს ხალხის ურყევი პოზიცია, თუ რა უნდა ყოფილიყო ასახული ქვეყნის უმაღლეს სამართლებრივ დოკუმენტში. სამწუხაროდ კომისიის უმრავლესობამ ეს ვერ გაიგო, მათთან ხალხის ხმა ვერ მივიდა“ , – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მანანა ღოღობერიძე