დღეს ბევრი ორგანიზაცია, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს. ცდილობს იპოვოს გამოსავალი თუ როგორ მოაგვაროს პრობლემა და ეს გამოცდილება და ცოდნა გააცნოს და გაუზიაროს სხვებსაც. ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობაა“. ორგანიზაცია ახალგაზრდებთან ერთად ატარებს ტრენინგებს, დებატებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესეო ღონისძიებას, რომლებიც ახლაგაზრდების ჩართულებოსა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია ფორუმ-თეატრების საშუალებით ცდილობს გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მარტივი ფორმით მიაწოდოს მათ საჭირო ცოდნა. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორსა და ფორუმ-თეატრის რეჟისორ ვანო ხარაშვილს ფორუმ-თეატრის მნიშვნელობასა და როლზე.
“ფორუმ–თეატრი არის მინი სპექტაკლი, 10-15 წუთიანი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის თვალნათლივ წარმოჩენას მაყურებლისთვის და მათთან ერთად გამოსვლის ძიებას. ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსახიობები სპექტაკლს ორჯერ თამაშობენ. მას შემდეგ რაც ხელახლა დაიწყება მოქმედება, თითოეული მაყურებელი, მსახიობებთან ერთად ხდება სპექტაკლის მონაწილე და ერთ–ერთი გმირი. მათ შეუძლიათ შეცვალონ ნებისმერი სცენა, შეაჩერონ მოქმედება და წარმართონ სპექტალი სასურველი მიმართულბით.
ეს ყველაფერი მნიშვნელლოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა დაინახოს და გააცნობიეროს, რამხელა როლი და პასუხისმგებლობა აქვთ მათ ამ საქმეში.“
ფორუმ-თეატრის საფუძვლად გამოყენებული იქნება ამ თეატრის დამაარსებლის ამერიკელი რეჟისორის ავგუსტო ბოალის კონცეფცია რომელიც მაყურებებსა და მსახიობებს შორის ინტერაქიას ეყრდნობა. ბოალის მიზანი იყო, „ფორუმ თეატრის“ მეშვეობით ხალხისთვის ყოველდღიური რეალობის შეცვლა ესწავლებინა და მის სახელოვნებო პრაქტიკაში „ფორუმ თეატრი“ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მასტიმულირებელი ინსტრუმენტი.
ვანო ხარაშვილის თქმით, მონაწიეებისთვის პრობლემის გადაცემა და გააზრება ამ მეთოდით ბევრად უფრო სახალისო, ადვილად გასაგები და საინტერესოა.
“ისინი თავად არიან ჩართულები ცვლილების პროცესში. უფრო მეტს იგებე და უფრო მეტ შედეგს ვაღწევთ ასეთ შემთხვევაში. „ფორუმ –თეატრის“ სპექტაკლის დროს მაყურებლებს, ძალადობის გამოვლინების ეპიზოდში შეუძლიათ შეაჩერონ მოქმედება. რის შემდეგაც ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის თაობაზე, ხოლო დისკუსიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცოცხლება ხდება უშუალოდ სცენაზე, მათივე მონაწილეობით. მათ შეუძლიათ შეცვანონ ნებისმიერი მსახიობი( მთავარი გმირების გარდა). და ისე შეცვალონ სცენარი, რომ სპექტაკლს აღარ ჰქონდეს ნეგატიური დსასრული. თეატრის ეს კონცეფცია არის საშუალება, რომ ტრადიციული მიმართება თეატრსა და მაყურებელს შორის, შეიცვალოს, ასევე გაიზარდოს ამ უკანასკნელის ჩართულობა პრობლემის გადაჭრაში.”
ფორუმ-თატრის პრინციპი ადამიანების ჩართულობა და გააქტიურებაა სოციალურ გარემოში. ფორუმ-თეატრები ძირითადად სოციალურ თემატიკაზე იმართება. ოჯახში ძალადობა, ჩაგვრა, ბულინგი სკოლაში, კონფლიქტები. ფორუმ-თეარტი აძლევთ მათ ცოდნას და გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში და როგორ უნდა ებრძოლონ ირგვლივ მომხდარ ძალადობასა თუ უთანასწორობის ფაქტებს.
მარიამ ლეკიაშვილი