„რა იურიდიულ თემებზე ვსაუბრობთ,როდესაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესთან უნდა გვქონოდა საქმე,საუბარია კონსტიტუციის ცვლილებაზე. ამ შემთხვევაშიც მოხდა ვიწრო წრეში ჩაკეტვა იურიდიული არგუმენტების მოშველიებით“ . ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ეთერში ისაუბრა.
„შემოვიდა ახალი თემა, შეთქმულების თეორიები და კონსპირაციების ჩამოყალიბება. რაც უფრო მეტად მივდივართ პოლიტიკურ თვითიზოლაციაში, რაც უფრო მეტად ვიკეტებით ვიწრო წრეში და ვწყვეტთ კონტაქტს საზოგადოებასთან,წარმოიქმნება კონსპირაციის თეორიები. ერთ–ერთი ასეთია, თითქოს ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ვესაუბრებით შეთქმულებებზე, რომ მათ დატოვონ კომისია.
უმრავლესობის მხრიდან საინტერესო ტენდენცია იკვეთება,რომ პრეზიდენტს ბრალდება ყველაფერი. რატო გვეშინია საზოგადოებასთან შეხვედრის, 73 წევრზე ბევრად მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული განხილვის პროცესში. როდესაც ფუნდამენტურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მისი შეკვეთა უნდა მოდიოდეს საზოგადოებიდან. ამიტომ პირველ რიგში ხალხს უნდა ვესაუბროთ“ , – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე