“ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მალე დასრულდება მეჩეთის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, ბათუმის მერიას დასამტკიცებლად გადაეცემა. ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ მეჩეთის პროექტს მერიის მხრიდან დადებითი გამოხმაურება ექნება. აქვე აღნიშნავს, რომ მეჩეთის მშენებლობა აპოლიტიკური საკითხია და მუსლიმი მორწმუნეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი სამლოცველოს აგებას.
“იმედს ვიტოვებ, რომ ნებართვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ, თუ მსგავსი რამ მოხდა, კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ. ეს მეჩეთი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ისტორიული, ამიტომ, ვცდილობთ, მისი არქიტექტურაც იყოს ახალი და განსხვავებული. გვინდა საქართველოში ჩამოსულს დაამახსოვრდეს და გაიხსენოს ეს მეჩეთი”, – განაცხადა ნაკაიძემ.
წყარო: აჭარის ტელევიზია
მარიამ ქალებაშვილი