ერდოღანის საჯარო გამოსვლა 17 აპრილს, ელიფ სოგუტის ფოტო (www.Bloomberg.com)
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობამ მართვის საპრეზიდენტო სისტემა აირჩია.
რეფერენდუმის წინა პერიოდი და მიმდინარეობა ნეგატიურად შეფასდა,როგორც თურქეთში,ისე დასავლეთში.
ერდოღანი 17 აპრილს გამოეხმაურა გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებს: „ჩვენ არ გვადარდებს,რას ფიქრობს „ჰანსი“ ან „ჯორჯი“, ყველა დებატი რეფერენდუმით საპარლამენტო სისტემის არჩევის შესახებ დასრულებულია“.
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (OSCE) ხელმძღვანელის თქმით, თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს წინ უძღვოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით გამოხატვის უფლების დარღვევა. „რეფერენდუმი არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანმა თქვა,რომ ის გადახედავს ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესს, ევროზონაში გაერთიანება დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს ერდოღანის ხელისუფლებისთვის.
რა უძღოდა რეფერენდუმს წინ?
ერდოღანმა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი – მედია გამოიყენა. რეფერენდუმის წინა პერიოდში თურქულ მედიაში არაერთი სიუჟეტი გავიდა, რომლის შინაარსიც ეხებოდა საპრეზიდენტო სისტემის ეფექტურობას და კონკრეტულ მაგალითებს,იმის შესახებ თუ როგრ ეფექტურად მუშაობს ეს სისტემა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. პარალელურად დაიხურა არაერთი გაზეთი, რადიო თუ ტელევიზია.
ერდოღანის შემდეგ მოქმედებას დაპატიმრებათა სერიები წარმოადგენდა. დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიების ლიდეტები, ოპოზიციური პარტიების ათასობით წევრი და მხარდამჭერი აქტივისტი. დაპატიმრებულების სიაში ჟურნალისტებიც არიან.
ცვლილებები მოხდა სამთავრობო დონეზეც, ქალაქებში გადაირჩიეს მერები და ერდოღანის მიერ გაგზავნილი მოხელეები დაინიშნა თანამდებობეზე.
ერდოღანმა ასევე მოახერხა რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტიისა და მათი ლიდერის მხარდაჭერის მოპოვა, რაც სერიოზულად დაეხმარა პრეზიდენტს სასურველი შედეგის მიღებაში.
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ დადებითად შეაფასა თურქული ოპოზიციის მოქმედებები რეფერენდუმის წინა პერიოდში.
მიუხედავად რთულ პირობებში მუშაობის, დაპატიმრებული პარტიის წევრების, თავდასხმებისა და რესურსების ნაკლებობისა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს შემოეკრიბათ მხარდამჭერები.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია ისიც,რომ განაპირა რეგიონებში მრავალჯერადი ე.წ „კარუსელები“ დაფიქსირდა, იყო ქრთამის, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტებიც, როდესაც ეს უკანასკნელნი არჩევნების მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ.
ნათია კეკენაძე