ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო პროექტი ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათი ინიციატივით, ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესებისა და ამ კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ახალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება, რომელიც ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის მხარდაჭერით, ასევე, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის “კიევის ინიციატივის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 10-11 სექტემბერს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა თელავის თეატრში, თელავის მუნიციპალიტეტისა და ადგილზე ჩასული ისტორიული ქალაქების თვითმართველობის წარმომადგენლებისთვის გაიმართება.
10.09.13