სულ რაღაც ერთი წელია, რაც საქართველოში  გამოჩნდა სამკაულების ახალი ბრენდი „Happy Me“. თუმცა, უმოკლეს დროში შეძლო მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სამკაულების ბრენდია საქართველოში. Happy Me Jewellery-ის პროდუქციით ამერიკა და რუსეთიც დაინტერესდნენ, მალე პროდუქცია ევროპის ქვეყნებშიც გავა. Happy Me Jewellery-ის დამფუძნებელი თამუნა კერძაია The Tbilisi Times  ესაუბრა ბრენდის შექმნის ისტორიისა და მიღწეული წარმატების შესახებ.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, როდის დაარსდა „happy me”?

– Happy Me -ის დაარსება 2016 წლის დეკემბერში გადავწყვიტე. ერთგვარი ტესტი იყო საქართველოში ამ ბაზრის ათვისების მცდელობა, მაგრამ იმდენად მჯეროდა იდეის წარმატების, აღარ დავაყოვნე და მინიმალური რესურსით რამდენიმე მოდელი სასაჩუქრედ დავამზადეთ, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი საზოგადოების მხრიდან. რისკი გამართლებული აღმოჩნდა, დაარსებიდან ორ კვირაში 100-ზე მეტი შეკვეთა მივიღეთ.

რა სახის სამკაულებს ამზადებთ?

ამ ეტაპზე ჩვენ ვამზადებთ სამაჯურებს და გულსაკიდებს. გვაქვს სხვადასხვა მოდელები, რომლებსაც მომხმარებლის სურვილის მიხედვით ინდივიდუალურად ვამზადებთ. ჩვენი სამკაულები არის სახელობითი, ყველა მოდელს უკეთდება ინდივიდუალური გრავირება.

რა მასალას იყენებთ ნივთების დასამზადებლად?

რაც შეეხება მასალას ჩვენ ვიყენებთ ოქროს და ვერხლს. ყველა ვერცხლის მოდელს უკეთდება მოოქროვება თეთრ ან ყვითელ ოქროში.

ამზადებთ  თუ არა შემოთავაზებული დიზაინების მიხედვით?

– ჩვენ ონლაინ გაყიდვებზე ვმუშაობთ და ყველა მოდელი მზადდება შეკვეთით, მაგრამ ვამზადებთ მხოლოდ ჩვენ მოდელებს და მომხმარებელს აქვს საშუალება სხვადასხვა მოდელიდან აირჩიოს მისთვის სასურველი სამაჯური ან გულსაკიდი.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტისთვის?

ფასები გათვლილია ყველა სეგმენტისთვის და არის საკმაოდ ხელმისაწვდომი, ოღონდ ფასების დარეგულირება არ ხდება ხარისხის კლების ხარჯზე და ვთვლი, რომ სწორედ ამიტომაც გახდა ჩვენი ბრენდი ასეთი მოთხოვნადი.

გადის თუ არა  Happy Me  ექსპორტზე?

შეკვეთები გვაქვს, როგორც ამერიკიდა, ასევე ევროპიდან და მოსკოვიდანაც. უბრალოდ, ამ ეტაპისთვის გვაქვს საზღვარგარეთ პროდუქტის გაგზავნის პრობლემა და იმედია, რომ აქტიური მუშაობის შედეგად ამ ხარვეზსაც აღმოვფხვრით.

როგორია  თქვენი სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოვებას, ვმუშაობთ აქტიურად ცნობადობის გაზრდაზე და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნაზე. უფრო შორეულ პერსპექტივაში შესაძლებელია იხილოთ ჩვენი მაღაზიაც, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს შეარჩიოს სასურველი პროდუქტი.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 819 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*