ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პარიზში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის“ მეშვეობით გააკეთა.

„პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები