ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება სხვა პოსტზე გადასვლასთან დაკავშირებით დაწერა, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ სტრუქტურაში, რა პოზიციაზე გადადის სამუშაოდ.

,,პრინციპში დიდი ხანია ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ. განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დავწერე“, – განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

ვინ დაიკავებს ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბარნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

(Visited 57 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*