საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს, – ამის შესახებ სიჭინავამ გადაცემა ”რეაქციაში” შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მერის პოსტი არ არის პოლიტიკური, მერი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა მოუაროს წყალს, განათებას გზებს და სხვ.

”უკვე 50 წელს გადავაბიჯე. ალბათ მოვიდა დრო, როდესაც მე უნდა დავბრუნდე ჩემს სახლში, სადაც არის მამაჩემის სასაფლაო, სადაც ცხოვრობს დედაჩემი და მინდა, რომ ვიყო იქ“, – აღნიშნა სიჭინავამ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პარტიის სახელით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*