საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 21,53%.
ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი – 19,91%, ჟან-ლიუკ მელანშონი – 19,64%, ბენუა ამონი – 6,35 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი – 4,75%, ჟან ლასალი – 1,22 %, ფილიპ პუტუ – 1,10 %, ფრანსუა ასელინო – 0,92 %, ნატალი არტო – 0,65 %, ჟაკ შემინადი – 0,18 %.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 78,69% შეადგინა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 80,42% შეადგინა.