„ცოცხალი წიგნები – 2017″ იწყება! 24, 25 და 26 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი ქვემო და შიდა ქართლს ეწვევა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: რობერტ მესხი, კატო ჯავახიშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნინია სადღობელაშვილი, გიორგი კაკაბაძე, ირმა ბერიძე.
24 აპრილს, 12:00 საათზე, დმანისის კულტურის ცენტრში მწერლები შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამავე დღეს, 16.00 საათზე, მკითხველთან შეხვედა შედგება დაბა კაზრეთში.
25 აპრილს, 11:00 საათზე, ნიქოზის გამგეობის შენობაში, ახალგაზრდების მიერ გახსნილ ბიბლიოთეკაში მწერლები ადგილობრივ მოსახლებას შეხვდებიან, 14:00 საათზე კი სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, შეხვედრას გამართავენ ვარიანელ ახლაგაზრდებთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. ამავე დღეს, 17.00 საათზე შეხვედრა გაიმართება გორის მოსახლეობასთან მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრში.
26 აპრილს, 13:00 საათზე, მწერლებთან შეხვედრა შედგება ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში. 16:00 საათზე კი – სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში.