ქ. ლონდონში Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს.

საქართველოს ელჩს ჯილდო ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქ.ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელია იმართება და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასადა წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა DIPLOMAT გამარჯვებულები გამოავლინა 10 კატეგორიაში. კანდიდატებიდასახელებულ იქნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ.

 

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები