2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ენერგეტიკული სასმელების ბაზრის საერთო ღირებულება 39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 61 მილიარდამდე გაიზრდება, თუმცა შესაძლოა ეს შემოსავალი არათუ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს კიდეც. ამის წინაპირობას ის ექსპერტები და მკვლევარები ქმნიან,რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ ენერგიტიკული სასმელების მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკელ პედიატრთა აკადემია (American Academy of Pediatrics) კატეგორიულად აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ბავშვებისთვის მათი მოხმარება საზიანოა.
პასუხებისთვის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რისი შემცველობა იწვევს ზიანს, ექსპერტები ბოლო ერთი წელი აქტიურად მუშაობენ. ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტის (McGovern Medical School) სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, ექიმი ჯონ ჰიგენსის თქმით, ენერგეტიული სასმელების უმრავლესობა შეიცავს დიდი ოდენობით კოფეინს, შაქარს, B ვიტამინს და ამგზნებ საშუალებებს, როგორიც არის გუარანა, მცენარე რომელიც იზრდება ამაზონზე და ტაურინს, ასევე ამინო მჟავას, რომელიც ბუნებრივად მოიპოვება თევზსა და ხორცეულში, ასევე L კარნიტინს, ნივთიერებას, რომელიც ჩვენს სხეულს ენერგიას ანიჭებს.
მინესოტას შტატში, როჩესტერის საავადმყოფოს დიეტოლოგის, კეთრინ ზერატსკის თქმით, ყველა ის ნივთიერება, რომელიც სასმელებშია საშიში ხდება მაშინ,როდესაც მისი შერევა ხდება კოფეინთან. ჯონ ჰიგენსი დიეტოლოგს ეთანხმება და ამბობს, რომ მედიკოსებმა ეს მინარევი აუცილებლად უნდა იკვლიონ და გაზომონ ორგანიზმისთვის ის უარყოფითი შედეგები, რისი მოტანაც განსაკუთრებით კოფეინის, შაქრისა და ამგზნები საშუალებების კომბინირებას შეუძლია. ექიმი ენერგეტიკულ სასმელებს შავ ყუთს უწოდებს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით.
„საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით 18 წლამდე მოზარდები, ორსულები, ადამიანები რომლებიც სენსიტიურები არიან კოფეინზე, მათ ვინც უნდა არეგულიროს შაქრის მიღება, ისინი ვინც მედიკამენტებს იღებენ ან აქვთ რაიმე სახის დარღვევები,“ – ამბობს ექიმი ჯონ ჰიგენსი.
ევროპის საკვების უვნებლობის სააგენტოს ( EFSA) მიერ 2015 წელს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაურინი – ამინომჟავა, რომელიც შეიცავს გოგირდს კოფეინთან შერევის შედეგად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ენერგეტიული სასმელის მიღების შემდეგ, ვგრძნობთ გულის გახშირებულ ცემას, ის ზრდის სისხლის წნევას – ამის გამომწვევი მიზეზი კოფეინის და ტაურინის ნარევია. არის ისეთი ინგრედიენტებიც, რომლებიც უკვე შეიცავენ ბუნებრივად კოფეინს და დოზაც ბუნებრივია ორმაგდება.
ენერგეტიკული სასმელების მიღება შედარებულია ასევე კოფეინის ინტოქსიკაციასთანაც. თუ თქვენ რეგულარულად დღეში ან ორ დღეში ერთხელ მინიმუმ 1 ქილა ენერგეტიკულ სასმელს იღებთ შეიძლება შეგაწუხოთ უძილობამ, იყოთ აგრესიული. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ კოფეინის დიდი შემცველობა იმ ინგრედიენტებთან ერთად,რაც ენერგეტიკულ სასმელშია იწვევს მენტალულ პრობლემებსაც.
ამერიკის პედიატრთა ასოციაცია 12 წლამდე ბავშვებისთვის და 12 დან 18-წლამდე მოზარდებისთვის კატეგორიულად კრძალავს 100მილიგრამზე მეტი კოფეინის მიღებას დღეში. ასოციაციის 2007 წლის მონაცემებით 1,145 ამერიკელი 12-17 წლამდე კატეგორიის მოზარდი დამოკიდებულია ენერგეტიკულ სასმელზე, 2011 წელს ეს რიცხვი 1,499 -მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპორტსმენმა ახალგაზრდებმა არ უნდა მიიღონ სასმელი ფიზიკური აქტივობის პროცესში.
The National Collegiate Athletic Association – ის 2016-2017 წლის ანგარიშის მიხედვით გუარანა შესულია 17 აკრძალულ ნარკოტიკს შორის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე ექსპერტების თქმით, ენერგეტიკულ სასმელებზე ეფექტური ისეთი ხილის წვენის მიღებაა,როგორიც არის ფორთოხალი, ბანანი და რაც მთავარია წყალი. ისინი გაცილებით მეტ ბუნებრივ ენერგიას გვაძლევენ, ვიდრე ენერგეტიკული სასმელები და რაც მთავარია არ არიან ჯანმრთელობისთვის საზიანონი.
ნათია კეკენაძე