საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით ,2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-გაიზრდება. ფონდის გათვლებით, ინფლაცია ეროვნული ბანკის 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასებისა და აქციზის ზრდის გამო. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძნელად პროგნოზირებად მოვლენებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.5%-ით. სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ლიბიაში (53.7%), მიანმარში (7.5%) და ეთიოპიაში (7.5%) იქნება. ყველაზე მეტად (-7.4%-ით) კი ვენესუელას ეკონომიკა შემცირდება. რუსეთის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება, ხოლო უკრაინის ეკონომიკა 2%-ით.