2017 წლის 28 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროსაბჭოს ვენეციისკომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტსპირადად გააცნო ის პოზიტიური ცვლილებები და შენიშვნები, რომელიც სახელმწიფოსაკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა.

სახალხო დამცველმა ჯანი ბუკიკიოსთან საუბარში დადებითად შეაფასა ინტერნეტთავისუფლებისა  და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაშიგანსაზღვრის ფაქტი, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, თუმცა ხაზი გაუსვა,რომ სახალხო დამცველის რიგი მნიშვნელოვანი შენიშვნების ასახვა ქვეყნის მთავარი დოკუმენტისმომზადებისას არ მომხდარა.

კერძოდ, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელებისუზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი,სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანურიმოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით დამოუკიდებელისაგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისგაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლისგანხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოებისკანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*