„ყველაფერი კეთდება ერთპარტიულობისთვის და  მრავალპარტიულობას ექმნება მაღალი ზღუდეები, ასეთ დროს ჩვენ არ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელში პრეზიდენტი როგორ ავირჩიოთ“. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„მე ვარ ყველა პარტიის ოპოზიციაში, რადგან პოლიტიკური პარტია თავისი დეფინიციით ნიშნავს, რომ ყველას კონკურენტია, მაგრამ არავისი მტერი. ჩემს სამპუნქტიან გეგმაში პოლიტიკური პარტიის შექმნა მესამე პუნქტია. აუცილებელია საზოგადოების ფართო წრე, ქვეყნის პრობლემების სათავეა არა რომელიმე ერთი ლიდერი ან პოლიტიკური ჯგუფი, არამედ პოლიტიკური სისტემა, ცხოვრების წესი, რომელიც დესტრუქციაზე და ერთმანეთის განადგურებაზეა აგებული.

უნდა მოვითხოვოთ,რომ პოლიტიკოსები დაკავდნენ კრიტიკით და არა შეურაცხყოფით, დიალოგით და არა მონოლოგით. პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ იმ თვითშეგნებით,რომ არ ვართ ერთადერთი, ვართ ერთ-ერთი. ახალი პარტიის ახლებურად შექმნაა საჭირო. ახალი პარტიის კრედო იქნება, ჯერ პროგრამა მერე ხელისუფლება. ეს არის ზოგადსაკაცობრიო სიბრძნე,რომ ხელისუფლება უნდა დანაწილდეს. გააჩნია რა იქნება საერთო ოპოზიციური პროტესტი კონსტიტუციის მიმართ, შესაძლოა შევუერთდე“ , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები