„სანამ ადვოკატს შევხვდებოდი, რამდენიმეჯერ გამიყვანეს დევნოზაშვილთან, დამემუქრნენ ოჯახის წევრების დაზარალებით, მათ იცოდნენ ჩემი შვილების სკოლა, მისამართი და უსაფრთხოების გარანტია არ მქონდა, ამიტომ მომიწია ბრალის აღიარება“. ამის შესახებ ე.წ ფოტოგრაფების საქმის დაზარალებულმა, ირაკლი გედენიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “იმედის დროს” ეთერში ისაუბრა.
„როდესაც ბრალი დაგვდეს ჩემთან სახლში ღამის 2 საათზე შემოსვლისას, ჩხრეკის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გაგვიყვანეს, ცალცალკე მანქანაში ჩაგვსვეს, იქ დაგდებულ იარაღს დავაჯექი და ვანიშნე კონტრდაზვერვის თანამშრომელს,მან სახეში გამარტყა. შემდეგ ჯიქიას სასაფლაოს მიმართულებით წავიდნენ, იქ ნიღბიანების რამდენიმე მანქანა იყო, დამიწყეს ცემა. დევნოზაშვილი პირველად ვნახე მოდულის შენობაში ბოლო სართულზე.
26 მაისის კადრების გადაღება იყო ჩვენი გამაერთიანებელი, უცხოურ სააგენტოებზე ჩვენი გავრცელებული იყო და ამ კადრებმა სერიოზული ზიანი მიაყენა მაშინდელ ხელისუფლებას, როდესაც დემონსტრანტები კი არ დაშალეს, პირდაპირ დაარბიეს. ირმა ნადირაშვილს განთავისუფლების შემდეგ ვუკავშირდებოდი, რომ პირადი ნივთების წამოღების საკითხი გადაჭრილიყო რეზიდენციაში და მან სიტყვასიტყვით ასე მიპასუხა, „აბა რა გეგონა მიტინგებზე რომ დაეთრეოდი“. ამით პირდაპირ მითხრა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ დამსაჯეს” , – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
მანანა ღოღობერიძე