1 მაისს, თბილისის . სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას
დაარსებიდან 100  წელი უსრულდება.  

იუბილესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და გუნდი გახსნის; დირიჟორიმირიან ხუხუნაიშვილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ფესტივალი, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის „კონსერვატორიის საიუბილეო გალა-კონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი“, რომელიც  26 მაისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

თბილისის კონსერვატორია, მთელ ამიერკავკასიაში, პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი  ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია: თიბისი ბანკი.  საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, არტარეა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*