საბავშვო ბაღის აღმზრდელისა და დედის, მეგან დივაინის ამ წერილმა ბევრი ადამიანი ააღელვა. ეს წერილი სასწავლო წლის დასაწყისს მიეძღვნა და განსაკუთრებით აქტუალური იმ პატარებისთვისაა, რომლებიც ახალი შესულები არიან ბაღში. თუმცა ყველასთვია ქტუალურია და ღირს ამ ქალბატონის მოსმენა.
წერილი დიდი სისწრაფით გავრცელდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურ:

“ვზივარ დილით ადრე, კუჭის სპაზმითა და ყავის ჭიქით ხელში. ჩემს ოთხ შვილს ჯერ ტკბილად სძინავს. მე ვარ აღმზრდელი და დედა, ვცდილობ ჩემს შვილებთან გავატარო დრო, სანამ გავალ

 სამსახურში – საბავშვო ბაღში. მთელი არდადეგები ვკითხულობდი, ვაწყობდი გეგმებს, ვამზადებდი საკლასო ოთახს.

წინ მიდევს 22 პატარა ადამიანის სია, რომლებიც მშობლებმა მე უნდა მანდონ. მე ვასწავლი კითხვას და იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ასევე უნდა დავუთმო დრო ჩემს შვილებს და ქმარს, ავიღო პასუხისმგებლობა სახლის საქმეებზე და ამასთან, გამოვნახო დრო საკუთარი თავისთვის, რათა შევინარჩუნო შინაგანი წონასწორობა. იყო დედა და მასწავლებელი – დიდი პასუხისმგებლობა.

სანამ ბავშვებს ბაღში გაუშვებენ, მშობლებს ვურჩევ იფიქრონ და მოსინჯონ: იყო აღმზრდელი…

ჩვენ – რეალური ადამიანები ვართ და აქ ვართ თქვენი შვილებისთვის, ჩვენი პროფესიონალური ცხოვრება მივუძღვენით ბავშვების განვითარებას, სწავლებას და სამყაროში ადაპტირებას.

ჩვენც ვღელავთ
ჩვენ ვღელავთ ბაღის პირველ დღეს, ვნერვიულობთ, როდესაც სადილის დროს სამი წლის ბავშვს დაეწყება ისტერიკა.

ჩვენ ვიცით ჩვენი პოზიტიური და ნეგატიური ქმედებების ძალა
ვლოცულობთ, რომ მოთმინებამ არ გვიღალატოს სამსახურსა და სახლში. ყოველდღე ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმალური თქვენი შვილებისთვის. ვცდილობთ ვიპოვოთ სწორი სიტყვები მათთან საურთიერთოდ, მათთან სამეგობროდ. ვცდილობთ მათაც ვუყვარდეთ ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარს. გვინდა, მათაც უყვარდეთ სწავლა.

შინისკენ მიმავალნიც ვფიქრობთ მათზე
ხშირად შინ მიმავალნი თითქოს მთელ დღეს ვატარებთ მხრებით. ვფიქრობთ, რამე ხომ არ დავაკელით დღეს ბავშვებს, რომლებიც ჩვენ გვანდეთ?
იცოდეთ, ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება რაღაც შეცვალოს ბავშვში: იქნება ეს უბრალო ღიმილი თუ დატუქსვა.

ჩვენ თქვენი მოკავშირეები ვართ
გახდით ჩვენი პარტნიორი ბავშვის განვითარების საკითხში. შეეკითხეთ და მოუსმინეთ მას. იყავით დაკვირვებულები და თანმიმდევრულები. მიიღეთ და შესთავაზეთ პასუხები. ენდეთ მას. განუვითარეთ და გაუძლიერეთ მათ ჩვენდამი პატივისცემა და ნდობა.

ვავსებ მეორე ფინჯანს ყავით და ვსვამ სადღეგრძელოს: დაე, ახალი სასწავლო წელი იყოს ბალანსის, ურთიერთთანამშრომლობის და სიხარულის მომტანი”.
მეგან დივაინი

წყარო:mshoblebi.ge
(Visited 67 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*