გაზაფხულის დადგომასთნ ერთად ნაყინის ბიზნესი განსაკუთრებით აქტიური ხდება. კომპანიები ყოველ წელს ცდილობენ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ბაზარზე ახალი პროდუქციის შეტანას. წელს, ნაყინის კომპანია „გურჯაანი“ ბაზარზე რამდენიმე ახალი პროდუქციის დამატებას გეგმას, მათ შორის იქნება დიეტური ნაყინი, დაბალი შემცველობის ცხიმითა და დიაბეტური შაქრით დამზადებული. „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა კომპნაიის გენერალური დირექტორი გურამ ბერეკაშვილი.
”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაყინისთვის სამედიცინო სინჯების აღება. ველოდებით ნებართვას წარმოების დაწყებაზე. სავარაუდოდ, ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში ერთ კვირაში გამოჩნდება. დიეტური ნაყინის სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს.დიეტური ნაყინი, უპირველეს ყოვლისა, დიაბეტიანი ადამიანებისთვის იქნება სიახლე. რადგან მათ თავისუფლად შეუძლიათ მირთმევა. ნაყინს აქვს მცირე რაოდენობით ცხიმი და დიაბეტური შაქარი”.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში ”გურჯანიის ნაყინი” დამატებით კიდევ 15-მდე ახალი სახეობის ნაყინის წარმოებას გეგმავს.
”მაისის ბოლოს ველოდებით იტალიიდან უმაღლესი ხარისხის, უახლესი დანადგარის ჩამოსვლას. სწორედ ამ დანადგარით დავიწყებთ ჩვენი ნაყინის წარმოებას და დამატებითი სახეობისის შექმნასაც შევძლებთ”.
რაც შეეხება ნაყინების ღირებულებას, როგორც გურამ ბერიკაშვილმა აღნიშნავს, ”გურჯანიის ნაყინზე” წინა წელს არსებული ფასები შენარჩუნდა– პროდუქცია არც გაძვირდა და არც გაიაფდა.
მარიამ ლეკიაშვილი