2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

უმაღლესი მთავარსარდალი იმას არ ნიშნავს, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კომისიაში განისაზღვრება სამი ძირითადი ჩანაწერით: სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში და სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც.

„მთავარია, ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული 3 წლის განმავლობაში. სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონქარს და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად ქვეყნის მმართველი, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მმართველი, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსადალს. არის მხოლოდ 2 ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მორაქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. იგივე ვითარება გვაქვს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებში. არ არსებობს კონსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენებული როგორც წარმომადგენელი ან თუნდაც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები